Страницы

суббота, 24 июня 2017 г.

ბლოგის შექმნის მიზანი:

ბლოგის შექმნის მიზანია  ჩემი საქმიანობის აღრიცხვა, სასწავლო რესურსების, პროექტებ, სსსმ მოსწავლესთან მუშაობის, სტატიებ, კვლევის, გაკვეთილებ, საგნის სწავლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის და .. კოლეგებისთვის გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, რათა საინტერესო და პროდუქტიული გახდეს სასწავლო პროცესი.

აღსანიშნავია,რომ სწავლა-სწავლების პროცესი მნიშვნელოვნად ეფექტურია მაშინ,როდესაც იგი მოსწავლის  კვლევითი ინტერესებისკენ არის მიმართული. ამგვარად აგებული სასწავლო პროცესი მოსწავლეს უვითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას,ინფორმაციის მოპოვების,პრობლემათა გადაჭრისა და კომუნიკაციის უნარებს.მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობისათვის საჭირო მიმართულების მიცემა,საკუთარი შესაძლებლობების,როგორც შემოქმედებითი მუშაობის სტიმულის, რწმენის ჩანერგვა.

 შევეცადე,ბლოგზე ჩემი მუშაობა მაქსიმალურად დეტალურად განმეხილა. ვცდილობ, კოლეგებს გავუზიარო ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი  მასალები სასწავლო პროცესისთვის, ასევე, მივიღო შენიშვნები, რჩევები.  საჭიროების შემთხვევაში დავეხმარო მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში მთავარია ურთიერთთანამშრომლობა, რათა აღვზარდოთ XXI საუკუნის წარმატებული მოქალაქე.